Vidar Cad Pro Advantage

Description

DiagnosticPRO Advantage – გადაწყვეტა PACS-ისა და დისტანციური საწყისი დიაგნოსტიკისთვის.
VIDAR Systems Corporation, ფირების გაციფრულებისათვის წამყვანი კომპანია, წარმოგიდგენთ ახალ გადაწყვეტას: VIDAR DiagnosticPRO Advantage გამოსახულების დამამუშავებელს.

VIDAR კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის რეპუტაციას და ბაზრის ლიდერობას Advantage-ის პროდუქციის ახალი ხაზით. ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა გამოსახულების დამამუსავებელთან შედარებით, VIDAR DiagnosticPRO Advantage აჩვენებს ტექნიკური მახასიათებლების უფრო მაღალ დონეს: საიმედოობას, გამოსახულების ხარისხს, გამოსახულების ერთგვაროვნებას და საერთო შესრულებას.

ინოვაცია და ტექნოლოგიური უპირატესობები
ახალი თაობის დიგიტალიზატორ DiagnosticPRO Advantage-ს აქვს მთელი რიგი ტექნოლოგიური უპირატესობები, რომლებიც გარანტიას იძლევა მოწყობილობის ხანგრძლივი მომსახურების ვადაზე, ასევე დადებითად მოქმედებს ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზე. თუმცა, უფრო მაღალი სიჩქარე, გამოსახულების ხარისხი და საიმედოობა არ არის ყველა ის თვისება, რასაც DiagnosticPRO Advantage გვთავაზობს.

50 000 საათზე მეტი MTBF-ით (MTBF), მოდულური ავტომატური ფირის მიმწოდებელი და ადვილად შესაცვლელი LED ნათურების სისტემა ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა გამოსახულების დამმუსავებელთან შედარებით უფრო მაღალ საიმედოობას უზრუნველყოფს. ამ ტექნიკურმა მიღწევებმა, რომლებმაც უკვე რამდენიმე პატენტს საფუძველი ჩაუყარა, სამედიცინო სექტორში ფირის გამაციფრულებლებისათვის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. უკეთესი გამოსახულების ხარისხისა და უფრო მეტი ერთგვაროვნების გარანტირების გარდა, DiagnosticPRO Advantage სპეციალურად შექმნილია ყველაზე მაღალი სიჩქარის მისაღწევად: გაციფრულება ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა მოდელები და სკანერი ამუშავებს 25-მდე შერეული ზომის ფირს სერიულ რეჟიმში. ეს უზრუნველყოფს პროდუქტიულობისა და ეფექტურობის უფრო მაღალ დონეს, რაც რადიოლოგიური პერსონალისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია. DiagnosticPRO Advanta¬ge იყენებს მაღალი გარჩევადობის CCD ტექნოლოგიას და ასევე მოიცავს გაცილებით დახვეწილ HD-CCD მასივს და ციფრულ ელექტრონიკის დიზაინს.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “Vidar Cad Pro Advantage”

Your email address will not be published. Required fields are marked *