DRYVIEW DVE ლაზერული გამოსახულების გადასაღები ფირი

SKU: OT-0029 Category:

Description

DRYVIEW DVE ლაზერული გამოსახულების ფირი აერთიანებს მშრალი ლაზერული ვიზუალიზაციის უპირატესობას მაღალი ხარისხის ფირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ დიაგნოსტიკურ თვისებებს, იმას რასაც Carestream Health-ისგან ელით. DRYVIEW DVE ფირი უზრუნველყოფს დეტალების შესანიშნავ დიაგნოსტიკურ ვიზუალიზაციას, მკვეთრი გამოსახულების რეპროდუქციას და გამოსახულების მკვეთრ ტონს. DRYVIEW DVE ფირი ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარეა და გამოიყენება CARESTREAM DRYVIEW ლაზერული ვიზუალიზაციის სისტემებში.

⦁ ფირის ზომის მრავალი არჩევანით, DRYVIEW ფირი ხელმისაწვდომია თქვენი კონკრეტული გამოსახულების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

⦁ ხანგრძლივი შენახვის ვადა – DRYVIEW ფირის შენახვა და გამოყენება შესაძლებელია მრავალი თვის განმავლობაში, რაც ამარტივებს ინვენტარის კონტროლს და ქმნის ხარჯების დაზოგვის პოტენციალს.

⦁ ფირის მარტივი ხელახალი შევსება – DRYVIEW ფირის კარტრიჯები ადვილად იტვირთება სრული განათების პირობებში და იყენებს მინიმალურ შეფუთვას.

თვისებები და მახასიათებლები

თავსებადი არჩეულ DRYVIEW ლაზერულ გამომსახველთან

30-თვიანი დათარიღების წყალობით, ის ხანგრძლივ შენახვის ვადას გთავაზობთ, რაც თავიდან აგვაცილებს მარაგების დაძველებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ხარჯებს.

დაბეჭდილი ვირტუალური ჭრილი უზრუნველყოფს ფირის გლუვ კიდეებს, ფირის სწორად ორიენტირებას ახდენს სანახავი ყუთების ზედაპირზე და ეხმარება ფირის უფრო ადვილად მოთავსებას კონვერტებში სესანახად.

⦁ შესაფერისია სხვადასხვა სახის ვიზუალიზაციის აპარატებისა და ზოგადი რადიოლოგიის აპლიკაციებისთვის

⦁ ხუთი ფირის ზომა 7 მილიმეტრიანი ლურჯი პოლიესტერის ბაზაზე

⦁ AIQC სისტემა შეესაბამება DRYVIEW ლაზერულ ვიზუალიზაციის აპარატებს

⦁ AIQC უზრუნველყოფს კონტრასტისა და სიმკვრივის შესაბამისობას მომხმარებლის წინასწარ განსაზღვრულ პრეფერენციებთან

⦁ ხარისხის კონტროლი ხორციელდება ოპერატორის ჩარევის გარეშე პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით

აირჩიეთ ხუთი ზომიდან 7 მილიმეტრიანი პოლიესტერის ბაზაზე, რომელიც შეესაბამება თქვენს DRYVIEW ლაზერულ გამომსახველს და გამოსახვლის აპლიკაციებს:

• 14 x 17 ინჩი (35 x 43 სმ.)

• 14 x 14 ინჩი (35 x 35 სმ.)

• 11 x 14 ინჩი (28 x 35 სმ.)

• 10 x 12 ინჩი (25 x 30 სმ.)

• 8 x 10 ინჩი (20 x 25 სმ.)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “DRYVIEW DVE ლაზერული გამოსახულების გადასაღები ფირი”

Your email address will not be published. Required fields are marked *