DRX-ექსელ პლიუს სისტემა

ფლუოროსკოპია და რადიოლოგია – კომბინირებული!

SKU: OT-0021 Categories: ,

Description

ფუნქციონირებისა და ეკონომიის იდეალური ნაზავი. DRX-Excel Plus სისტემა გაძლევთ ზოგადი რენტგენოგრაფიისა და ფლუოროსკოპიული გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობას ერთ სისტემაში – ძალიან მიმზიდველ ფასად. სისტემა შემოთავაზებულია dRF კონფიგურაციის სახით, ერთი ბრტყელპანელიანი ციფრული დეტექტორით, როგორც ფლუოროსკოპიისთვის, ასევე რენტგენოგრაფიისთვის.

ორმაგი მნიშვნელობის თანამედროვე გამოსავალი.

DRX ექსელის ერგონომიული დიზაინი ეხმარება პაციენტებისადმი კომფორტისა და მომხმარებლის პროდუქტიულობის უზრუნველყოფაში. ეფექტური, მაღალი გარჩევადობის გამოსახულების გადაღება და გამოსახულების მაღალტექნოლოგიური დამუშავება და ზუსტი დიაგნოზი.

უმაღლესი SID დიაპაზონი

ფართო SID შესაძლებლობები აღემატება კონკურენტებს, იღებს გამოსახულებებს 110-დან 180 სმ-მდე ნებისმიერ მანძილზე.

პროდუქტიულობა

მილის და სვეტის მოტორიზებული მოძრაობა აჩქარებს სამუშაო პროცესს.

მარტივი გამოსაყენებელი

კონსოლს აქვს დიდი ფერადი სენსორული ეკრანი და მარტივად გასაგები მართვის საშუალებები. ის აერთიანებს მაგიდის ყველა მოძრაობას, გენერატორის პარამეტრებს და APR ფუნქციებს ერთ, ეფექტურ ინტერფეისში.

გამოსახულების ხარისხი

⦁ მაღალი გარჩევადობის გამოსახულების გადაღება და დამუშავება ხელს უწყობს საუცხოო გამოსახულების ხარისხს და სწრაფ, ზუსტ დიაგნოსტიკას.

მოსახერხებელი

⦁ მართვის სისტემა მოხერხებულად არის განთავსებული პაციენტის გვერდით. სრული კონსოლის ვარიანტი ასევე შესაძლებელია მაგიდის გვერდით განთავსება.

⦁ ბადის ავტომატური პარკირება: ბადის ავტომატურად მოხსნა შესაძლებელია გამოკვლევის მიხედვით. ძალიან მოსახერხებელია პედიატრიულ გარემოში.

⦁ არასავალდებულო 11-ღერძიანი უსახელურო პოზიციონირების პედალი ექიმებს პროცედურის დროს ავტონომიურობის საშუალებას აძლევს, და ამავდროულად ხელები თავისუფალი აქვთ.

⦁ სრული წვდომა მაგიდის გარშემო მწოლიარე პაციენტის პალატაში გადაყვანის საშუალებას იძლევა.

⦁ ყველა Carestream CR/DRX პროდუქტის საერთო ინტერფეისი ამცირებს მომზადების დროს და მარტივად გადაადგილდება Carestream სისტემებს შორის..

უპირატესობები

⦁ ორი მოდალურობა ერთ სისტემაში

⦁ ყველაზე დაბალი ფიქსირებული სიმაღლე დაწსეებულებაში პაციენტის ხელმისაწვდომობისათვის.

⦁ მოტორიზებული მილი და კოლონა სიჩქარისა და მოხერხებულობის გასაზრდელად

⦁ DAP ზომები თითოეული პაციენტის მიერ მიღებული რადიაციის ზუსტი დოზის გასკონტროლებლად

⦁ გაფართოებული SID შესაძლებლობები

დამატებითი მახასიათებლები

⦁ ფილტრის ავტომატური კონტროლი: შესაბამისი ფილტრი ავტომატურად არჩეულია გამოკვლევის სახეობის და პაციენტის ტიპის შესაბამისად.

⦁ მილის თავი სენსორულ ეკრანიანი მონიტორით პაციენტის ინფორმაციის გასაკონტროლებლად, გამოკვლევის განსასაზღვრად და მაგიდის მოძრაობისათვის.

⦁ ავტო პოზიციონირების შესაძლებლობები და უკაბელო ექსპოზიციის ჩამრთველი.

⦁ კოლიმატორი ინტეგრირებული კამერით: პაციენტის პირდაპირ კონსოლიდან პოზიციონირების და კოლიმატორის დისტანციურად რეგულირების საშუალებას იძლევა. ასევე გვეხმარება დოზის შემცირებაში.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “DRX-ექსელ პლიუს სისტემა”

Your email address will not be published. Required fields are marked *