Description
Agfa Ortho CP-G Plus NIF 15×40 სმ რენტგენის ფირი ზოგადი რადიოლოგიისთვის არის მაღალი
კონტრასტის მქონე ფირი დაბალი ხმაურის დონით.
ეს ფილმი მრავალმხრივი და მგრძნობიარეა მწვანე სპექტრის მიმართ.
დაბალი გამოსახულების სიმკვრივის დროს მაღალი კონტრასტი CP-G Plus ფირს შესაფერისს
ხდის ისეთ სფეროში გამოყენებისათვის, როგორიცაა ანგიოგრაფია, სადაც ის უზრუნველყოფს
ყველაზე პატარა სისხლძარღვების, ასევე ძვლოვანი სტრუქტურების მკაფიო და დეტალურ
გამოსახულებებსაც კი.
ფირი ასევე შესაფერისია ორთოპედიისთვის, სადაც ის ძვლის სტრუქტურების უწვრილესი
დეტალების გამოსახულებას იძლევა, რბილი ქსოვილების ხილვადობის შენარჩუნებით. ასევე
კარგ კონტრასტს გვთავაზობს ფილტვის ძირითად არეში, კარგი დეტალებით საშუალო
სიმკვრივის უბნებში. გამოიყენება კალციფიკაციის, ფილტვის კიბოს ადრეული ნიშნებისა და
მეტასტაზების გამოსავლენად.
CP-G Plus ფირი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ ფირად, რომელიც მომხმარებელს
საშუალებას აძლევს სწრაფად წაიკითხოს ყველა საჭირო ინფორმაცია მაღალი კონტრასტის,
დაბალი დანისლვისა და დაბალი ხმაურის წყალობით.
დამუშავება
• CP-G Plus ფირი შექმნილია სტანდარტული RP დამუშავებისთვის.





Reviews
There are no reviews yet.