Description
Carestream-ის DRX-Revolution, სისტემა, რომელმაც თავისი ულტრამანევრირებადი დიზაინით, მსოფლიოში პირველი ავტომატური, დრეკადი სვეტითა და მძლავრი, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფუნქციონირებით, მობილური გამოსახულების სრულყოფილების ხელახლა განსაზღვრას შეუწყო ხელი, ახლა კიდევ უფრო ძლიერია. ჩვენ განვაახლეთ მახასიათებლები და ფუნქციები, რათა უდიდესი სარგებელი მოგვეტანა სამუშაო პროცესის, პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და პაციენტზე ზრუნვისთვის.
⦁ მილის თავისა და დეტექტორის სასურველ პოზიციაზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად დახრის შესაძლებლობა „Align Assist“ ფუნქციის გამოყენებით.
⦁ მილის თავზე დაბალსიჩქარიანი ამძრავის მართვის საშუალებები პაციენტის საწოლთან უფრო სწრაფი და ზუსტი კონტროლის უზრუნველსაყოფად.
⦁ სურვილისამებრ ხმაურის რადიოელექტრონული ჩახშობა*, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და სიღრმისეული სწავლების ტექნოლოგიას ხმაურის შესამცირებლად და დაბალი დოზით გაცილებით უფრო მკაფიო სურათების მისაღებად.
⦁ უფრო პატარა, მსუბუქი და უკეთ დაბალანსებული მილის თავი და კოლიმატორი უფრო მარტივი გამოყენებისა და სწრაფი პოზიციონირებისთვის
⦁ უფრო ჩუმი მუხრუჭები და ელექტროძრავა პაციენტისთვის ნაკლები დისკომფორტის შესაქმნელად
⦁ სისტემის მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად, კონტეინერში დამუხტვა შესაძლებელია სურვილისამებრ
შესაბამისი დეტექტორი თითოეული დაწესებულებისათვის.
Carestream გვთავაზობს DR დეტექტორების ფართო არჩევანს . მასში ერთიანდება უკაბელო, კომპლექტური, ფიქსირებული და ახალ უკვე მინის გარეშე მოდელები თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შემოწმების ტიპის, დეტექტორის ზომის, დოზირების დონისა და ბიუჯეტის მიხედვით.
მობილურის უმაღლესი ფუნქციონირება. სადაც და როცა დაგჭირდებათ.
გადაიღეთ მაღალი ხარისხის გამოსახულება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, DRX-Revolution-ის შეუდარებელი მანევრირების, უნაკლო გამოსახულების ხარისხისა და ძლიერი, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სამუშაო პროცესის წყალობით.
მანევრირება
ახალი დაბალსიჩქარიანი ამძრავი სწრავი, მეტად ზუსტი პოზიციონირებისაღვის და მეტად სრულყოფილი მოსახერხებელი კონტროლისათვის.
გამოსახულების ხარისხი
მძლავრი 32 კვტ-იანი გენერატორი, ორმაგი ფოკუსური მილი და Eclipse-ის გამოსახულების დამუშავების ძრავა ხელს უწყობს მკაფიო გამოსახულების მიღებას, რაც ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ და ზუსტ დიაგნოზირებას.
სამუშაო პროცესი
ორმაგი სამუშაო ზონა, კონტეინერში დამუხტვა და ტექნიკურად განვითარებული მახასიათებლები და ფუნქციონირების შესაძლებლობა უზრუნველყოფს დაჩქარებულ სამუშაო პროცესს ნაკლები სტრესითა და მეტი პროდუქტიულობით.
მახასიათებლები და სპეციფიკაციები
ტექნიკურად განვითარებული გამოსახულების დამუშავება
⦁ არჩევითი გამოსახულების ხედვის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გაძლიერებულია Eclipse -ის ძრავით აწვდის საუკეთესო დიაგნოსტიკურ გამოსახულებას უანალოგო დიაგნოსტიკური სანდოობისათვის.
⦁ დამუშავების სპეციალიზებული ალგორითმი შეესაბამება თქვენს კონკრეტულ სამუშაო პროცესის საჭიროებებს და უპირატესობებს.
⦁ დათვალიერების კონკრეტული ფართო სპექტრი, მათ შორის მილისა და ხაზის ვიზუალიზაცია, პნევმოთორაქსი, SmartGrid და სხვა.
⦁ სურვილისამებრ, ხმაურის რადიოელექტრონული ჩახშობის ბერკეტი იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს გაუმჯობესებული გამოსახულების ხარისხი წვრილი დეტალების შენარჩუნებით, უკეთესი კონტრასტისა და ხმაურის თანაფარდობით და უფრო ადვილად წასაკითხი რენტგენოგრაფიით.
მანევრირება
⦁ ახალი დაბალსიჩქარიანი ამძრავის მაკონტროლებელი უფრო მეტი კონტროლისა და პოზიციონირების საშუალებას იძლევა.
⦁ ორმაგი მოტორის ამძრავი წინ და უკან მარტივი მოძრაობის საშუალებას იძლევა.
⦁ ავტომატური, დრეკადი სვეტი ტექნოლოგებს სრული ხაზის ხედვის საშუალებას აძლევს.
მონაცემთა უსაფრთხოება
⦁ Windows 10 იცავს კონფიდენციალურ, პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არაუფლებამოსილი პირების წვდომისაგან.
სამუშაო პროცესი
⦁ ხელის გადასმით მუშაობის დაწყების პროცესი ზრდის პროდუქტიულობას.
⦁ რეაგირებადი, ინტუიციური, ადვილად შესასწავლი ინტერფეისის ეკრანები მარტივი გამოყენების ოპტიმიზაციას ახდენს.
⦁ ორმაგი სამუშაო ზონა ორი სენსორული ეკრანით მილის თავზე და მთავარ ეკრანზე მეტ ეფექტურობას გვთავაზობს.
⦁ მცირე, მსუბუქი, კარგად დაბალანსებული მილის თავი ორმაგი კოლიმატორით აკონტროლებს სწრაფ პოზიციონირებას.
⦁ დამატებითი გასწორების დამხმარე ფუნქცია გვაწვდის კუთხის ზუსტ ინფორმაციას სხივისა და დეტექტორის თანმიმდევრული, ზუსტი გასწორებისთვის.


Reviews
There are no reviews yet.