Description
კომპიუტერული რადიოგრაფია თქვენს სამუშაოს სისტემასთან შესაბამისობისათვის
ჩვენი კლასიკური CR სისტემა შექმნილია პაციენტის გამტარუნარიანობის გამარტივებისთვის, სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად და ეკონომიურობის გაზრდისთვის. კლასიკური CR სისტემა იყენებს 69 კასეტას საათში (როდესაც იყენებს 35 სმ x 43 სმ კასეტას, მარალსიჩქარიანი სკანირების მოდელის სისტემით), წარმოადგენს იდეალურ საშუალებას პატარა და საშუალო ზომის დაწესებულებებისათვის. კლასიკური შეთავაზება:
⦁ გამოსახულების საუცხოო ხარისხი
⦁ სივრცის დამზოგველი ფორმა
⦁ მარტივი, მომხმარებელზე მორგებული ოპერაცია
მახასიათებლები და სპეციფიკაციები
გაუმჯობესებული ეფექტურობა
⦁ კლასიკური სისტემა პატარაა, მარტივია დასამონტაჟებლად და ადვილია გამოსაყენებლად.
⦁ იღებს მაღალი ხარისხის გამოსახულებას, ფორმა საკმაოდ პატარაა რენტგენის ოთახისა და რენტგენის საკონტროლო კონსოლის ოთახისათვის.
⦁ ციფრული ხარისხის გამოსახულებები არის სწრაფი და მარტივი წასაკითხად, რომელიც რადიოლოგის პროდუქტიულობას აძლიერებს.
⦁ ფირის გასავითარებლად საჭირო ნაბიჯების შემცირებით, მკვეთრად გააუმჯობესეთ ფირზე მუშაობის პროცესი. და, ციფრული გამოსახულებები შესაძლებელია ელექტრონული ფორმით გავრცელდეს სწრაფი კონსულტაციისა და უკეთესი თანამსრომლობისათვის შესაბამის ექიმებთან.
ხელმისაწვდომობა
⦁ დაბალი კაპიტალური ინვესტიციები და დაბალი საოპერაციო ხარჯები ნიშნავს, რომ Classic System-ს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ობიექტს ბიუჯეტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში – მუშაობის ხარისხის დაქვეითების გარეშე.
⦁ სახარჯ მასალებზე ხარჯების შემცირების მეშვეობით თანხების დაზოგვა და ფირებისათვის ბნელი ოთახის შენარჩუნება.
⦁ მუშაობის სიჩქარე ზოგავს დროს და დამატებით დოლარს.
მრავალფეროვნება
⦁ Classic იყენებს კასეტის საწარმოო სტანდარტის ზომას ფართო სპექტრით
⦁ 15 x 30 სმ კასეთა კბილის გამოსახულების გადასაღებად
⦁ 35 x 84 სმ კასეტა გრძელი ძვლის და ზურგის გამოკვლევის გადასაღებად
დამატებითი მახასიათებლები
⦁ გთავაზობთ მძლავრ მომხმარებლის ინტერფეისს, გამოსახულების სწრაფ დამუშავებას და პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების ფართო არჩევანს.
⦁ Eclipse-ის მიერ მხარდაჭერილი გამოსახულების დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა იყენებს საკუთრების ალგორითმებს, რათა უზრუნველყოს გამოსახულების შესანიშნავი ხარისხი და შეუდარებელი დიაგნოსტიკური სანდოობა.
⦁ აღჭურვილია DICOM და IHE ფუნქციონალურობითა და კავშირით.

Reviews
There are no reviews yet.